ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „ნიუ-იორკ რეინჯერსის“ თავდამსხმელი არტემი პანარინი გახდა, რომელმაც „ვაშინგტონთან“ მატჩში (4:1) დუბლი შეასრულა და ამ სეზონში მის ანგარიშზე უკვე 25(11+14) ქულაა.

მეორე საუკეთესო „ოტავას“ ფორვარდი ბრედი ტკაჩუკია, რომელმაც „მონრეალთან“ შეხვედრაში შაიბის გატანა დამატებით დროში მოახერხა (2:1).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „ნიუ-იორკ რეინჯერსის“ გოლკიპერს ჰენრიკ ლუნდკვისტს ერგო. მან „ვაშინგტონთან“ მატჩში 31-დან 30 დარტყმული შაიბის მოგერიება შეძლო (4:1).