ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) საკუთარ ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ბაფალოს“ მეკარე ლინუს ულმარკი გახდა, რომელმაც „დეტროიტთან“ მატჩში 41 შაიბა მოიგერია და ამასთანავე შათ-აუთი გაიფორმა (2:0).
მეორე საუკეთესო „ვაშინგტონის“ ფორვარდი ევგენი კუზნეცოვია. „ვანკუვერთან“ მატჩში მან დუბლი შეასრულა (6:5).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „კოლორადოს“ შემტევ ნატან მაკინონს ერგო. მან „ვეგასთან“ შეხვედრაში ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა (6:1).