ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონში ბულგარეთის ნაკრები დაამარცხა #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე დივიზიონში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდი 7:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს: ივან კარელინმა, ვიტალი ძიოვმა, არტიომ პოზიულინმა, არტიომ კურბატოვმა, ბორის პოჩკინმა, ოლივერ ობოლგოგიანმა, ივან მაროვმა.
პირველი ტურის სხვა შეხვედრები:
ბელგია – თურქეთი 8:0
ახალი ზელანდია – ტაივანი 5:1
მეორე დივიზიონის B ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს A ჯგუფში დაწინაურდება, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ივან მაროვი;
ფორვარდები: ვიტალი ძიოვი, ვიტალი დუმბაძე, ვიქტორ ხაჩატურიანი, ანდრეი რომანოვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, ნიკოლოზ ბობოხიძე, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, არტიომ კოზიულინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი.