ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) იანვარის შედეგები შეაჯამა და თვის სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
იანვრის მესამე ვარსკვლავია „ჩიკაგოს“ ფორვარდი პატრიკ კეინი. 10 მატჩში მან 21 ქულა (7 შაიბა+14 შედეგიანი პასი) დააგროვა. „ჩიკაგომ“ ამ 10 მატჩიდან ქულის აღება ექვსში შეძლო.
თვის მეორე ვარსკვლავის სტატუსი „აილენდერსის“ მეკარემ, რობინ ლენერმა მიიღო, რომელმაც რვიდან ექვს მატჩში შეძლო მოგება. ის საშუალოდ თამაშში 1.73 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 93.5 პროცენტს იგერიებდა. ლენერმა „შათაუტი“ ერთ მატჩში შეასრულა.
იანვარში პირველი ვარსკვლავი გახდა „კალგარის“ ფორვარდი ჯონი გოდრო, რომელმაც 11 მატჩში 18 ქულის (8+10) დაგროვება მოასწრო. ეს „კალგარის“ ცხრა მოგებაში და დასავლეთში პირველ ადგილზე გასვლაში დაეხმარა.