ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ 2019 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილე გუნდების სრული შემადგენლობები გამოაქვეყნა.
ატლანტიკის დივიზიონი –
მეკარეები – კერი პრაისი (მონრეალი, მეშვიდედ ითამაშებს „ოლ სტარზე“), ჯიმი ჰოვარდი (დეტროიტი, 2);
მცველები – კიტ იენდლი (ფლორიდა, 3), ტომა შაბო (ოტავა, 1);
ფორვარდები – ჯეკ აიკელი (ბაფალო, 2), დავიდ პასტრნაკი (ბოსტონი, 1), ოსტონ მეტიუსი (ტორონტო, 3), სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი, 6), ჯონ ტავარესი (ტორონტო, 6), ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი, 3).
მეტროპოლიტანის დივიზიონი –
მეკარეები – ბრეიდენ ჰოლტბი (ვაშინგტონი, 4), ჰენრიკ ლუნდკვისტი (რეინჯერსი, 5);
მცველები – სეტ ჯონსი (კოლამბუსი, 2), ჯონ კარლსონი (ვაშინგტონი, 1);
ფორვარდები – სიდნი კროსბი (პიტსბურგი, 4), კლოდ ჟირუ (ფილადელფია, 6), ტეილორ ჰოლი (ნიუ ჯერსი, 3), მეტიუ ბარზალი (აილენდერსი, 1), კემ ატკინსონი (კოლამბუსი, 2), სებასტიან აჰო (კაროლინა, 1).
ცენტრალური დივიზიონი –
მეკარეები – დევან დუბნიკი (მინესოტა, 3), პეკა რინე (ნეშვილი, 3);
მცველები – მირო ჰეისკანენი (დალასი, 1), რომან იოზი (ნეშვილი, 2);
ფორვარდები – პატრიკ კეინი (ჩიკაგო, 8), ნათან მაკინონი (კოლორადო, 3), რაიან ო’რაილი (სენტ ლუისი, 2), მიკო რანტანენი (კოლორადო, 1), მარკ შაიფლი (ვინიპეგი, 1), ბლეიკ ვილერი (ვინიპეგი, 2).
წყნარი ოკეანის დივიზიონი –
მეკარეები – მარკ-ანდრე ფლერი (ვეგასი, 4), ჯონ გიბსონი (ანაჰაიმი, 2);
მცველები – ბრენტ ბერნსი (სან ხოსე, 6), დრიუ დაუტი (ლოს ანჯელესი, 5), ერიკ კარლსონი (სან ხოსე, 6);
ფორვარდები – ჯონი გოდრო (კალგარი, 5), კონორ მაკდევიდი (ედმონტონი, 3), კლეიტონ კელერი (არიზონა, 1), ჯო პაველსკი (სან ხოსე, 3), ელიას პეტერსონი (ვანკუვერი, 1).
„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ 26 იანვარს, სან ხოსეში გაიმართება. „ოლ სტარზე“ ყველაზე მეტი, სამი ჰოკეისტი სწორედ „სან ხოსე შარქსიდანაა“.