ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) გასული კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა აილენდერსის გერმანელი მეკარე თომას გრაისი. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი მოიგო, მეტოქეთა დარტყმების 95.9 პროცენტი მოიგერია და საშუალოდ, 1.25 შაიბა გაუშვა. გრაისმა კოლამბუსთან მატჩში 31-დან ყველა დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-13 შათაუტი შეასრულა.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო ჩიკაგოს ფორვარდმა ბრენდან პერლინიმ. მან სამ მატჩში შვიდი ქულა დააგროვა – ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის გასული კვირის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა. პერლინიმ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი არიზონასთან მატჩში, რომელშიც კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

კვირის მესამე ვარსკვლავია ედმონტონის ლიდერი კონორ მაკდევიდი. ოთხ მატჩში მის ანგარიშზე ცხრა ქულა მოდის – სამი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი. მაკდევიდმა ზედიზედ მესამე სეზონში გადალახა 100-ქულიანი ზღვარი.