„ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ“ (NHL) გასული კვირის სამი ვარსკვლავი დაასახელა.
კვირის პირველ ვარსკვლავად გამოცხადდა „ვანკუვერის“ დებიუტანტი ფორვარდი ელიას პეტერსონი. შვედმა სამ მატჩში რვა ქულა დააგროვა – ორი შაიბა გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ტამპა ბეის“ მეკარე ლუი დომინგემ, რომელმაც სამიდან სამი მატჩი მოიგო. ის საშუალოდ 1.33 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.7 პროცენტი მოიგერია.
კვირის მესამე ვარსკვლავია „კალგარის“ ფორვარდი ჯონი გოდრო – სამ მატჩში მის ანგარიშზე 8 ქულა (2+6) იყო.