ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „კოლამბუსის“ მეკარე ელვის მერზლიკინსი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ 0.67 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.1 პროცენტი მოიგერია. 25 წლის ლატვიელმა ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა „შათაუტი” – „ფლორიდასთან” (1:0, 32 დარტყმა მოიგერია) და „დეტროიტთან” (2:0, 16 დარტყმა მოიგერია). მერზლიკინსი ლიგის ლიდერია ხუთი „მშრალი” მატჩით.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ვინიპეგის” ფორვარდმა კაილ კონორმა, რომელმაც სამ მატჩში რვა ქულა (სამი გოლი+ხუთი შედეგიანი გადაცემა) დააგროვა.
კვირის მესამე ვარსკვლავია „ტამპა ბეის” მეკარე ანდრეი ვასილევსკი, რომელმაც სამიდან სამი მატჩი მოაგებინა თავის გუნდს, საშუალოდ 1.67 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 93.7 პროცენტი მოიგერია. ამ მომენტისთვის, რუს მეკარეს რვამატჩიანი მოგებათა სერია აქვს.