ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
გასული შვიდი დღის პირველი ვარსკვლავი „კოლორადოს“ ფორვარდი ნათან მაკინონი გახდა. ის 9 ქულით (3 შაიბა+6 პასი) კვირის საუკეთესო ბომბარდირია. ამისთვის მაკინონს სამი მატჩი გასჭირდა. საუკეთესო თამაში ფორვარდმა „ჩიკაგოსთან“ 5:2 მოგებულ მატჩში აჩვენა, როცა კარიერაში მერვედ შეძლო ოთხი ქულის აღება.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი „კალგარის“ მეკარემ დავიდ რიტიხმა მიიღო. 27 წლის ჩეხმა სამი მატჩიდან ორი მოიგო, მეტოქეთა დარტყმების 94.1 პროცენტი მოიგერია და საშუალოდ 1.94 შაიბა გაუშვა.
კვირის მესამე ვარსკვლავიც მეკარეა. „სან ხოსეს“ კარის დარაჯმა მარტინ ჯონსმა თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, როცა მეტოქეთა დარტყმების 93.5 პროცენტი მოიგერია და საშუალოდ მატჩში 1.98 შაიბა გაუშვა.