ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-ვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „კალგარის“ თავდამსხმელი მეტიუ ტკაჩაკი გახდა, რომელმაც „ვეგასთან“ შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.(6:3).

მეორე – „ვაშინგტონის“ მეკარე ფინიქს კოპლია, მან ​„ვინიპეგთან“ შეხვედრაში 33 შაიბა მოიგერია (3:1).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი „პიტსბურგის“ ფორვარდ ჯარედ მაკანს ერგო, რომელმაც „ბოსტონთან“ მატჩში ორი გოლი გაიტანა (4:2).