ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „მონრეალის“ თავდამსხმელი ენდრიუ შოუ გახდა, რომელმაც „დეტროიტთან“ შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა (8:1).აღსანიშნავია, რომ კანადელისათვის ეს პირველი ჰეთთრიკია კარიერაში.
მეორე – „კაროლინას“ ფორვარდი ტეივო ტერიავიანენია, მან „ლოს-ანჯელესთან“ შეხვედრაში 4 (1+3) ქულა დააგროვა (6:1).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი „სენტ-ლუისის“ მეკარეს ჯორდან ბინინგტონს ერგო, რომელმაც „ნეშვილთან“ მატჩში 19 შაიბა მოიგერია (2:0). მიმდინარე სეზონში მან კარი მშრალად მეხუთედ შეინახა.