ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის სამი ვარსკვლავი დაასახელა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის სამი ვარსკვლავი დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი საუკეთესო „ანაჰაიმის“ მეკარე ჯონ გიბსონი გახდა, რომელმაც მის კარში დარტყმული 37 შაიბა მოიგერია. „ანაჰაიმმა“ მინესოტა ანგარიშით (3:0) დაამარცხა. მეორე ვარსკვლავიც გოლკიპერი გახდა. იგი „ბოსტონის“ მეკარე ტუუკ რასკია, რომელმაც 28 დარტყმა მოიგერია „სენტ-ლუისთან“ მატჩში (5:2).

მესამე საუკეთესო კი „ვინიპეგის“ თავდამსხმელი ბრენდან ლემიე გახდა, მან 2 შაიბა გაიტანა „ნეშვილთან“.