ჰოკეის ეროვნული ლიგა და მოთამაშეთა ასოციაცია აქტიურად განიხილავს 24-გუნდიანი პლეი ოფის ფორმატს. ჩვეულებრივ, რეგულარული სეზონის შემდეგ, სტენლის თასზე 16 გუნდი ხვდება, მაგრამ ამ სეზონში, შესაძლოა ეს რიცხვი 24-მდე გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პლეი ოფის ბადე.
ბოლო ინფორმაციით, ახალ ფორმატზე მოლაპარაკებებისას, ლიგამაც და პროფკავშირმაც წინ ძალიან წაიწიეს. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, პლეი ოფში იქნებიან „ჩიკაგო“, „მონრეალი“ და „რეინჯერსი“, რომლებსაც პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდათ სტენლის თასისთვის ბრძოლის შანსი.