ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, ახალი სეზონის სტარტი 2021 წლის პირველი თებერვლისთვის გადაიტანოს. ამის შესახებ საკუთარ “ტვიტერში” დაწერა ჟურნალისტმა ნიკ კიპრეოსმა.
მისი ინფორმაციით, NHL-ის მოთამაშეთა ასოციაცია პირველად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუკავშირდა ჰოკეისტებს, რომლებმაც უარი თქვეს დათმობაზე ხელფასების შემცირების საკითხში.
დღეისთვის, ლიგა განიხილავს სეზონის 1 თებერვალს დაწყების ვარიანტს. ასეთ შემთხვევაში, რეგულარულ ჩემპიონატში თითო გუნდს მხოლოდ 48 მატჩის ჩატარება მოუწევს.