ჰოკეის ეროვნული  ლიგა | სეზონის წინ საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგი შედგა
ჰოკეის ეროვნული ლიგა | სეზონის წინ საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგი შედგა

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ახალი სეზონის წინ, რომელიც 3 ოქტომბერს დაიწყება, პორტალმა „თი ეს ენ“-მა (TSN) საუკეთესო ჰოკეისტების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველ სამ ადგილზე კანადელი ჰოკეისტები არიან: ლიდერობა შეინარჩუნა „ედმონტონის“ ფორვარდმა კონორ მაკდევიდმა, მეორეზეა „პიტსბურგის“ კაპიტანი სიდნი კროსბი, მესამეზე – „კოლორადოს“ ბომბარდირი ნათან მაკინონი. ათეულში ვხედავთ ორ-ორ ჰოკეისტს შვედეთიდან და რუსეთიდან.

TSN-ის ვერსიით მომავალი სეზონის 10 საუკეთესო ჰოკეისტის რეიტინგი ასეთია:

1. კონორ მაკდევიდი (ედმონტონი)
2. სიდნი კროსბი (პიტსბურგი)
3. ნათან მაკინონი (კოლორადო)
4. ევგენი მალკინი (პიტსბურგი)
5. ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი)
6. ვიქტორ ჰედმანი (ტამპა ბეი)
7. ერიკ კარლსონი (სან ხოსე)
8. ოსტონ მეტიუსი (ტორონტო)
9. ტაილორ ჰოლი (ნიუ ჯერსი)
10. დრიუ დაუტი (ლოს ანჯელესი)