ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კორონავირუსი 35 მოთამაშეს დაუდგინდა
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კორონავირუსი 35 მოთამაშეს დაუდგინდა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ კორნავირუსი ოთხ ათეულამდე მოთამაშეს დაუდასტურდა.

სეზონის განახლების მეორე ეტაპის რანგში, 6 ივლისს კლუბების ბაზებზე ვარჯიშებში მონაწილეობა მიიღო 396-მა მოთამაშემ. მანამდე მათ ჩააბარეს ტესტები კორონავირუსზე და 35 ჰოკეისტი აღმოჩნდა ინფიცირებული.

2019-20 წლების რეგულარული ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულებულად გამოცხადდება. სეზონი განახლდება გაფართოებული პლეი ოფით, რომელშიც 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.