ჰოკეის ეროვნული ლიგა გეგმავს 2020-21 წლებში შემოკლებული სეზონი ჩაატაროს და შეცვალოს გუნდების განაწილება დივიზიონებში. კერძოდ, ლიგაში შეიქმნება მთლიანად კანადური ჯგუფი, – იტყობინება TSN-ის ინსაიდერი პიერ ლებრიუნი.
I დივიზიონი – ბოსტონი, ბაფალო, ნიუ ჯერსი, აილენდერსი, რეინჯერსი, ფილადელფია, პიტსბურგი, ვაშინგტონი;
II დივიზიონი – კაროლინა, კოლამბუსი, დეტროიტი, ჩიკაგო, ფლორიდა, მინესოტა, ნეშვილი, ტამპა ბეი;
III დივიზიონი – ანაჰაიმი, არიზონა, კოლორადო, დალასი, ლოს ანჯელესი, სან ხოსე, სენტ ლუისი, ვეგასი;
IV დივიზიონი – ტორონტო, მონრეალი, ოტავა, კალგარი, ვანკუვერი, ედმონტონი, ვინიპეგი.
ეს სტრუქტურა ჯერ არ არის საბოლოო და ლიგის ხელმძღვანელობამ მის დასატკიცებლად უახლოეს დღეებში უნდა უყაროს კენჭი.
როგორც ცოტა ხნის წინ დაიწერა, NHL-ში ახალი სეზონი, სავარაუდოდ, 13 იანვარს დაიწყება და თითო გუნდს 82-ის ნაცვლად 56 მატჩის ჩატარება მოუწევს.