ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდმა „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ სტენლის თასის ფინალურ სერიაში „დალას სტარსთან“ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრა „ტამპას“ უპირატესობით დაიწყო და პირველ პერიოდში მოწინააღმდეგის კარში სამი უპასუხო შაიბის გატანა მოახერხა. „დალასის“ ჰოკეისტებმა მეორე და მესამე პერიოდებში ორჯერ დალაშქრეს „ლაითნინგის” კარი, მაგრამ მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 3:2, სერია – 1:1.