ჰოკეი, შესაძლოა, ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღონ
ჰოკეი, შესაძლოა, ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღონ

კანადაში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) თავმჯდომარე რენე ფაზელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მამაკაცებს შორის ყინულის ჰოკეის ტურნირისთვის ოლიმპიური სტატუსის შეცვლას აპირებს. ფაზელმა ძირითადი ვარიანტებიც დაასახელა: 1. ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ 23-წლამდელთა ნაკრებებს მიეცემათ; 2. ყინულის ჰოკეის საერთოდ ამოიღებენ ოლიმპიადიდან.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მსგავსი რადიკალური გეგმის არსებობა უარყვეს და აცხადებენ, რომ ჰოკეი (მამაკაცებისა და ქალების) 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში უკვე შეტანილია.

მიუხედავად ამისა, რენე ფაზელი აცხადებს, რომ სოკში (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ჰოკეის მიმართ არც თუ სახარბიელო დამოკიდებულება აქვთ და თუ ასე გაგრძელდა, სპორტის ამ სახეობის ოლიმპიადიდან ამოღებას წინ არაფერი დაუდგება.