დასრულდა ჰოკეის ბოლოსწინა მატჩი მიმდინარე ოლიმპიადაზე, რომელშიც ბრინჯაოს მედლისთვის ჩეხეთისა და კანადის ნაკრებები იბრძოდნენ. უხვგოლიანი პირველი პერიოდის შემდეგ, რომელიც კანადამ 3-1 მოიგო, მაყურებლები უგოლო და უინტერესო მეორე მესამედის მოწმეები გახდნენ, თუმცა დასკვნით მესამედში გუნდებმა აქტიურობას ისევ უმატეს და კიდევ რამდენიმე გოლი ვიხილეთ. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ჩეხების დიდი მონდომებისა და წინააღმდეგობისა, მთელი თამაშის მანძილზე კანადას საკუთარი გამარჯვება ეჭვქვეშ არც ერთი წუთით არ დაუყენებია და საბოლოოდ მატჩი მათ სასარგებლოდ 6-4 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი გერმანიისა და რუსეთის ოლიმპიური ათლეტების ნაკრებებს შორის ხვალ, 25 თებერვალს, თბილისის დროით დილის 8:10 საათზე დაიწყება.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე