ჰიუსტონის ეკლესიაში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი
ჰიუსტონის ეკლესიაში გამართულ ცერემონიალზე ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. სამოქალაქო პანაშვიდზე მისულთა დიდ ნაწილს მინეაპოლისში გარდაცვლილი მამაკაცის ბოლო სიტყვები – „ვერ ვსუნთქავ“ ეწერა მაისურებზე.
როგორც ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა, ფლოიდის სიკვდილი „ყველაზე საშინელი ტრაგედიაა“, რაც კი მას ცხოვრებაში განუცდია. მისივე თქმით, მომხდარი მთლიანად შეცვლის აშშ-ის მომავალს.
ჰიუსტონში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ სენატორები, მსახიობები, მუსიკოსები და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციებიც. მათ შორის განელი კანონმდებლები.
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მას 9 ივნისს ჰიუსტონში დაკრძალავენ.