ჰიუსტონის ეკლესიაში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი

03:06, 09.06.2020

ჰიუსტონის ეკლესიაში გამართულ ცერემონიალზე ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. სამოქალაქო პანაშვიდზე მისულთა დიდ ნაწილს ​მინეაპოლისში გარდაცვლილი მამაკაცის ბოლო სიტყვები – „ვერ ვსუნთქავ“ ეწერა მაისურებზე.

როგორც ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა, ფლოიდის სიკვდილი „ყველაზე საშინელი ტრაგედიაა“, რაც კი მას ცხოვრებაში განუცდია. მისივე თქმით, მომხდარი მთლიანად შეცვლის აშშ-ის მომავალს.

ჰიუსტონში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ სენატორები, მსახიობები, მუსიკოსები და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციებიც. მათ შორის განელი კანონმდებლები.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მას 9 ივნისს ჰიუსტონში დაკრძალავენ.

მსგავსი