ჰარისი კარაცევის წინააღმდეგ - დუბაის ტურნირის მოულოდნელი ფინალი #1TVSPORT
დუბაიში მიმდინარე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) 500-ქულიანი ტურნირის ფინალში, ყველასთვის მოულოდნელად, სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი და რუსი ასლან კარაცევი გავიდნენ.
ჰარისმა ნახევარფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი ანგარიშით 6:7 6:4 7:6 დაამარცხა, ხოლო რუსმა ჩოგბურთელმა საკუთარ თანამემამულეს, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს, სამ სეტში ანგარიშით 6:2 4:6 6:4 სძლია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკელმა 1/16 ფინალში გათამაშების პირველი ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. ასლან კარაცევი რეიტინგში 42 ადგილს იკავებს,ხოლო 24 წლის ლოიდ ჯორჯ ჰარისი სიაში 81-ე პოზიციაზე.
2020 წლის დუბაის ტურნირის გამარჯვებული რეიტინგის პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში დაამარცხა.