ნოვაკ ჯოკოვიჩმა 23 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საკუთარ ტურნირზე ნახევარფინალში წააგო
ნოვაკ ჯოკოვიჩმა 23 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საკუთარ ტურნირზე ნახევარფინალში წააგო

ბელგრადში, ATP250-ის კატეგორიის ტურნირზე ფინალში გასვლა ვერ შეძლო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბი სამი საათისა და 25 წუთი ბრძოლის შემდეგ 5:7, 6:4, 4:6 დამარცხდა რუს ასლან კარაცევთან. ეს 2021 წლის სეზონის ყველაზე გრძელი მატჩი იყო.

კარაცევმა გადამწყვეტ მომენტებში კონცენტრაციის ხარჯზე გაიმარჯვა – მან 28-დან 23 ბრეიკ-პიონტი მოიგერია. თავად კი 16 ცდიდან ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

კარაცევმა ჯოკოვიჩს წელს რევანში აუღო, ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში წაგებისთვის და ფინალში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა 2011 წლის შემდეგ პირველად წააგო ბელგრადში – სამშობლოში მისი მოგებათა სერია 11 მატჩს ითვლიდა. სერბეთის დედაქალაქში ტურნირი ჯოკოვიჩის ოჯახის დაარსებულია.