ფედერერმა სეტი წააგო და მატჩი მოიგო | უიმბლდონი 2019
ფედერერმა სეტი წააგო და მატჩი მოიგო | უიმბლდონი 2019

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მოგებით დაიწყო უიმბლდონი. ლეგენდამ სენსაციურად წააგო პირველი სეტი სამხრეთაფრიკელ ჯორჯ ჰარისთან – ჩოგბურთელებს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, ჰარისმა თავისი შანსი გამოიყენა, ფედერერმა კი ეს ვერ შეძლო.

მეორე სეტიდან ყველაფერი თავის ადგილას დადგა – როჯერმა მომდევნო სამ პარტიაში მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო მეტოქეს და საათსა და 50 წუთში 3:6, 6:1, 6:2, 6:2 გაიმარჯვა.

ფედერერმა 12-დან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, 31-ჯერ გავიდა ბადესთან და 29 ქულა აიღო, 41 „ვინერსი“ და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

37 წლის ფედერერმა ზედიზედ მე-17 უიმბლდონზე მოიგო პირველი წრის მატჩი. მეორე რაუნდში მას ბრიტანელ ჯეი კლარკთან ელოდება შეხვედრა.