სენსაცია ავსტრალიის ღია პირველობაზე - რეიტინგის 114-ე ჩოგანი კარაცევი ტურნირის ნახევარფინალშია
სენსაცია ავსტრალიის ღია პირველობაზე - რეიტინგის 114-ე ჩოგანი კარაცევი ტურნირის ნახევარფინალშია

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ნახევარფინალში გავიდა ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავს, ATP-ს გათამაშებებსა და სლემებზე კი თავი არასადროს, არაფრით გამოუჩენია.

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალური მატჩი რუს ასლან კარაცევსა და ბულგარელ გრეგორ დიმიტროვს შორის, რომელიც ოთხ სეტში რუსმა ჩოგბურთელმა მოიგო და იგი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

27 წლის კარაცევი ფინალში გასასვლელად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ალექსანდრ ზვერევში შორის გამარჯვებულს შეხვდება. კიდევ ორი მეოთხედფინალური დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით გამთენიისას გაიმართება. რაფაელ ნადალი ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება, ხოლო რუსი დანილ მედვედევი თანამემამულე ანდრეი რუბლოვს დაუპირისპირდება.