ჰაიტიზე პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკების დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა
კუნძულ ჰაიტიზე პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, სხეულის მძიმე დაზიანება ხუთმა დემონსტრანტმა მიიღო.
ოპოზიციის მხარდამჭერები ხელისუფლების კორუფციულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიში ავტომობილები და საბურავები დაწვეს.
დემონსტრანტების მტკიცებით, მთავრობამ იმ ორგანიზაციის თანხები გაფლანგა, რომელიც ვენესუელიდან ნავთობის შემოტანას უზრუნველყოფს. მასშტაბური საპროტესტო განწყობის გამო, ჰაიტის ხელისუფლებამ უსაფრთხოების დასაცავად ქუჩებში პატრულირებისთვის 3 000 სამართალდამცველი განათავსა.