გზები გაიყარა - დეკანოსიძემ დილა დატოვა
გზები გაიყარა - დეკანოსიძემ დილა დატოვა
გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
 
ცნობილი გახდა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გუნდი გიორგი დეკანოსიძემ დატოვა. „დილას“ ადმინისტრაციასა და 38 წლის მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
დეკანოსიძე გუნდში მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით „დილამ“ ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6-ჯერ გაიმარჯვა, 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 10-ჯერ დამარცხდა.
კლუბის ვებგვერდის ცნობით, „დილას“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი მოდებაძე შეასრულებს.