გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტმა ბოდიში მოიხადა - პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, ვნახოთ, კლუბის ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტმა ბოდიში მოიხადა - პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, ვნახოთ, კლუბის ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ „ჰამრუნ სპარტანსთან“ თბილისში დამარცხებისა (0:1) და კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ნაცვლად, მისმა ასისტენტმა, გიორგი დეკანოსიძემ შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მალტის ჩემპიონთან „დინამო“ ჯერ სტუმრად დამარცხდა (1:2), „დინამო არენაზე“ გამართულ საპასუხო მატჩში კი 10 კაცით დარჩენილ მეტოქესაც ვერ აჯობა (0:1) და წლევანდელი ევროგათამაშება ისე დაასრულა, ერთი თამაში ვერ მოიგო.

„ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას, „დინამო თბილისი“ ასე არ უნდა თამაშობდეს. რატომ მოხდა ინციდენტი? კონფლიქტი პირველი თამაშიდან დაიწყო. დღეს ვითარება გასახდელში დაიძაბა და დაპირისპირება მოხდა. სამწვრთნელო სტაფი პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ვნახოთ, კლუბის ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება საკადრო საკითხებს, თუ რატომ ვერ გავძლიერდით. შეიძლება, სასურველი მოთამაშის დამატება გინდოდეს, მაგრამ ბევრი თავად ამბობს უარს, რადგან ჩამოსვლა არ სურს. ზოგიერთს კი პირობებზე ვერ ვუთანხმდებით“, – განაცხადა გიორგი დეკანოსიძემ.