„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ომში წავიდოდა.
Al Aire Libre -ს ჟურნალისტმა გვარდიოლას სთხოვა, დაესახელებინა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ომში წაიყვანდა.
„თუ ომში წასვლა მომიწევს, ცალსახად არტურო ვიდალთან ერთად წავალ. ჩვენ „ბავარიაში“ ერთად ვმუშაობდით და ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა. არტურო შესანიშნავი ბიჭია, რომელსაც კონკურენცია უყვარს. ვიდალმა გუნდს ის მისცა, რაც მანამდე აკლდა. თქვენ შეიძლება არტუროს ძლიერი დარტყმა მიაყენოთ, მაგრამ ის ტკივილს არ შეიმჩნევს“. – განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა.