„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ურჩია „ბარსელონას“, მთავარ მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დანიშნოს. ცნობილია, რომ კატალონური კლუბი ეძებს ჩავის შემცვლელს, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ახალი მწვრთნელის არჩევის საკითში რჩევისთვის მიმართა გვარდიოლას. ესპანელმა სპეციალისტმა ყოფილ გუნდს „ბრაიტონის“ მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის კანდიდატურა შესთავაზა.
აღნიშნავენ, რომ დე ძერბის „ბარსელონაში“ დანიშვნას შეიძლება ხელი შეუშალოს გამოსასყიდმა თანხამ 10 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც იტალიელი სპეციალისტის კონტრაქტშია მითითებული.