ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა Clubelo-მ შეადგინა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა სია. ამისთვის მან გამოიყენა ელოს რეიტინგის ალგორითმი, რომელიც ფიზიკის ამერიკელმა პროფესორმა არპად ელომ შეიმუშავა.
კლასიფიკაციას სათავეში უდგას ხოსეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“). მეორე ადგილზე გავიდა დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“), მესამეზე – ჟოზე მოურინიო („ტოტენჰემი“). ტოპ-ხუთეულში ასევე მოხვდნენ იურგენ კლოპი („ლივერპული“) და რალფ რანგნიკი.