გურამ კაშია - ბელარუსი სიმპათიურ გუნდია და მასთან მძიმე თამაში გველის
გურამ კაშია - ბელარუსი სიმპათიურ გუნდია და მასთან მძიმე თამაში გველის
გურამ კაშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ თავის კლუბში, „სან ხოსეში“ წარმოქმნილ პრობლემებზე, ამერიკულ ფეხბურთსა და სანაკრებო თემებზე ილაპარაკა.
შეგახსენებთ, რომ „სან ხოსე“, სადაც კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, ფლეი–ოფში ვერ გავიდა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. კაშიას თქმით, ორივე მათგანი თბილისის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობს, რათა საქართველოს ნაკრების ნოემბრის თამაშებს მზადყოფნაში რომ დახვდნენ.
„ყველაზე დასანანი ისაა, რომ სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ. „სან-ხოსეში“ ახალმა მწვრთნელმა, მათიას ალმეიდამ ახალი სისტემა მოიტანა. ის ძველი სტილით გვათამაშებდა – ლიბეროთი. ევროპაში სულ სხვა სტილს, დაცვის ხაზზე თამაშს ვიყავი შეჩვეული და უცებ სხვასთან შეგუება გაგვიჭრდა. მწვრთნელმაც უნდა დაგაჯეროს. მაგრამ ალმეიდა კარგი სპეციალისტია, გულშემატკივარიც კმაყოფილია და მაღალი პრესინგით ვთამაშობდით, რაც სანახავადაც კარგი ფეხბურთია. ძალიან მომთხოვნი და ამბიციური მწვრთნელია. ევროპაში ორი დრე გვქონდა დასვენებისთვის. ალმეიდასთან კი ასეთი რამ წარმოუდგენელია და ერთი დღეც თუ გვასვენებდა, ესეც კარგი იყო. ცუდი სტარტის შემდეგ 13 თამაში წარმატებით ჩავატარეთ და ფლეი–ოფში გასასვლელად ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა გვჭირდებოდა და თავი ვერ მოვაბით. საერთოდ, ამერიკაში ძალიან ბევრი ფრენა გიწევს და ეს ფიზიკურად ძნელი ასატანია. მაგალითად, ბოლო 6 შეხვედრიდან 4 გასვლაზე მოგვიხდა და ატლანტაში 7 საათი იყო საფრენი. მაგრამ ეს გამართლებად მაინც არ გამოდგება. საწყენია, სეზონი ასე ნაადრევად რომ დავამთავრეთ“ – ამბობს გურამ კაშია.
გამოცდილი მცველმა ამერიკული ჩემპიონატის დონეზე ილაპარაკა: „საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ ამერიკის ჩემპიონატი დასასვენებელი ადგილია. ევროპულ დონეს რომ შევადაროთ, მაგალითად, ჰოლანდიას და ბელგიას, ბევრად კარგი ხარისხია და უფრო საინტერესო სათამაშოა, უფრო გახსნილი მატჩებია. „გალაქსში“ სულ დიდი ფეხბურთელებია, მაგრამ ზლატანთან ახლოს ვერავინ მოვა. მათ ორივე თამაში მოვუგეთ, პასიური იყო, რადგან მისმა გუნდმაც ვერ ითამაშა. მაგრამ ამერიკაში მარტო ზლატანი არაა“.
კაშიას თქმით, ახლა თბილისის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობენ: „სეზონის ნაადრევად დასრულების გამო თბილისში ჩამოვედით და სანაკრებო თამაშებისთვის ვემზადებით. თბილისის „დინამოს“ თავად ვთხოვეთ, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ორი თვე გვაქვს დასვენება, ფეხბურთელისთვის კი ამდენი გაჩერება არ შეიძლება. ამ პერიოდისთვის გუნდიდან თავის პროგრამას გატანენ, რაც დასვენების დროს რთული გასაკეთებელია, რადგან საქართველოშიც მალე გუნდებს დასვენება დაეწყებათ და ინდივიდუალურად ვარჯიში მოგვიწევს“.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ევრო2020-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ილაპარაკა: „ირლანდია ის ნაკრებია, რომელიც ამჯერადაც ვერ გადავტეხეთ. მასთან 4 ქულა რომ აგვეღო, დღეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვექნებოდა. ეტყობა, მთელი ენერგია და ძალა ერთა ლიგაზე დავხარჯეთ. თუმცა, ერთა ლიგიდან ევრო202-ზე გასვლის შანსი შევინარჩუნეთ, რაც ძალიან რეალურია. ამისთვის უნდა მოვემზადოთ. წლის ბოლოს დაგეგმილი ორი შეხვედრა სწორედ ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ“.
კაშიამ ერთა ლიგის ნახევარფინალში გასული გუნდების შანსებზე ილაპარაკა: „ჩემი აზრით, ერთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტს თანაბარი შანსები გააჩნიათ. ბელარუსი ჰოლანდიასთან ვნახე და მართალაი, წააგო, მაგრამ ძალიან სიმპათიური, გამართული ნაკრებია – მასთან რთული თამაში გვექნება. კოსოვოს ნაკრებსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს. იქ ჩემი მეგობარი, მილოტ რაშიცა თამაშობს – მათ ფეხბურთელები კარგი ლიგებიდან ჰყავთ. მაგრამ ამ თამაშებისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
საქართველოს ნაკრებს ნოემბერში მატჩებს გამარტავს. 15 ნოემბერს სენტ-გალენში შვეიცარაის ევრო2020-ის შესარცევი ციკლის ეგიდით ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ქალაქ პულაში ხორვატიას ამხანაგურად დაპირისპირდება. საქართველოს პირველი არხი ორივე შეხვედრას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.