სლოვაკი ჟურნალისტი - კაშია შესანიშნავი პიროვნებაა, ევრო 2024-ზე მის თამაშს დავესწრები #1TVSPORT
სლოვაკმა ჟურნალისტმა, ლუკას ვრაბლიკმა, რომელიც BBC-სთან, ESPN-თან და Guardian-თან თანამშრომლობს, გურამ კაშიასთან ინტერვიუ დააანონსა და საქართველოს ნაკრების კაპიტნით აღტაცება არ დამალა.
„გურამ კაშია საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში პირველ დიდ სანაკრებო ტურნირზე ითამაშებს. მას ბრატისლავაში შევხვდი – რა საინტერესო ადამიანია, მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი პიროვნებაა. ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ – საქართელოს ნაკრების თამაშს მეც დავესწრები“, – წერს სლოვაკი ჟურნალისტი.
საფეხბურთო გვერდი Slovaninsights-ი კი სოციალრ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) ავრცელებს ინფორმაციას ბრატისლავის „სლოვანში“ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე, სადაც წერს, რომ კაშიასა და ჯაბა კანკავასთან ხელშეკრულებები ჯერ არ განახლებულა.
„ბრატისლავის „სლოვანმა“ ოფიციალურად წარადგინა ის მოთამაშეები, რომლებთანაც თანამშრომლობას განაგრძობენ. იმ ფეხბურთელებიდან, რომელთა ხელშეკრულებები სეზონის ბოლოს იწურება, კანკავას, კაშიასა და ჟმრალს კონტრაქტები ჯერ არ გაუხანგრძლივებიათ“.