საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრმა გურამ გიორბელიძემ ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანმა ატაცში 114, 118, 120 კგ. დაძლია და საქართველოს რეკორდი დაამყარა. გიორბელიძემ საკუთარი რეკორდი ორი კგ-ით გააუმჯობესა. გურამ გიორბელიძეს აკვრაში დაფიქსირებული 150 კგ-ის სანაცვლოდ ვეცხლის მედალი ერგო.
საბოლოოდ 270 კგ-ით გიორბელიძე ორჭიდის ჯამში მეორე ადგილზე გავიდა.