გრიგორი კარასინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გრიგორი კარასინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს კარასინმა და მედოევმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის გაძლიერების გზები და სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს.