გრიგოლ ვაშაძე - მოვსპობთ პოლიტიკურ პოლიციას, სუს-ს, კუდ-ს, რაც არ უნდა სახელი გადაარქვა, ეს არის მაინც „კაგებე“
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მესხიშვილის სახელობის თეატრში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ვაშაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და წინასაარჩწვნო პროგრამასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, კოალიციური მთავრობა, სასამართლო სისტემის შეცვლა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პროკურატურა, – ვაშაძემ ამომრჩევლებს ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ უამბო.
„ოპოზიცია არის ხელისუფლების ნაწილი, რომელიც აკონტროლებს მას. მოვსპობთ პოლიტიკურ პოლიციას, სუს-ს, კუდ-ს. რაც არ უნდა სახელი გადაარქვა, ეს არის მაინც კაგებე”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.