გრიგოლ ვაშაძე – 17-ჯერ და 117-ჯერ ვთქვით, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გვინდოდა და მალე დავიშლებოდით
დავით კირკიტაძემ გამოხატა პროტესტი, მივა სასამართლოში და მისცემს ჩვენებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„მოქალაქეებს შეუზღუდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება, გადაადგილებისა და სიტყვის თავისუფლება. 17-ჯერ და 117-ჯერ ვთქვით, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გვინდოდა და მალე დავიშლებოდით. მოგვიწყვეს უმსგავსობა, დააყენეს კორდონი გაუგებარი მიზეზების გამო. უსტატუსო ფარცხალაძე რატომ არ არის დაკავებული? ბატონმა დავითმა, კირკიტაძემ გამოხატა პროტესტი. მივა სასამართლოში და მისცემს ჩვენებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.