გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ, საკმარისია
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ, საკმარისია

ჩვენ უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ, საკმარისია, – ასე გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის ანექსიის შესახებ.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ითხოვს კუნძულის პარტიების ლიდერებთან შეხვედრას რაც შეიძლება სწრაფად.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, გრენლანდიის ანექსია „აუცილებლად მოხდება“.

„მე ვერაფრით მივიღებ ამას. ამჯერად უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ. არ უნდა დავუშვათ, რომ კვლავ უპატივცემულოდ მოგვექცნენ. საკმარისია“, – წერს ეგედე სოციალურ ქსელში.