კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ლიბერტადორესის თასის მფლობელი, ბრაზილიის “გრემიო” გახდა. სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდმა ნახევარფინალში კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მექსიკის “პაჩუკა” დაამარცხა – 1:0.
ერთადერთი გოლი დამატებით დროში გავიდა – ის შეცვლაზე შესულმა ევერტონმა 95-ე წუთზე გაიტანა.
“გრემიოს” მეტოქე ფინალში ოთხშაბათს გაირკვევა, როცა მადრიდის “რეალი” “ალ ჯაზირას” შეხვდება, რომელიც ტურნირზე მასპინძლის სტატუსით გამოდის. საკლუბო მუნდიალი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.
“რეალისა” და “ალ-ჯაზირას” მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.