„გრემიო“ საკლუბო მუნდიალის პირველი ფინალისტია
„გრემიო“ საკლუბო მუნდიალის პირველი ფინალისტია

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ლიბერტადორესის თასის მფლობელი, ბრაზილიის “გრემიო” გახდა. სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდმა ნახევარფინალში კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მექსიკის “პაჩუკა” დაამარცხა – 1:0.

ერთადერთი გოლი დამატებით დროში გავიდა – ის შეცვლაზე შესულმა ევერტონმა 95-ე წუთზე გაიტანა.
“გრემიოს” მეტოქე ფინალში ოთხშაბათს გაირკვევა, როცა მადრიდის “რეალი” “ალ ჯაზირას” შეხვდება, რომელიც ტურნირზე მასპინძლის სტატუსით გამოდის. საკლუბო მუნდიალი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.

“რეალისა” და “ალ-ჯაზირას” მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.