რივერ პლეიტმა კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალში შინ გრემიოსთან წააგო [ვიდეო]
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე – ლიბერტადორესის თასზე, ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო.
ბუენოს აირესში „რივერ პლეიტმა“ საკუთარ მოედანზე „გრემიო“ მიიღო. ბრაზილიურმა კლუბმა, მიჩელის მიერ გატანილი გოლით, ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. სტუმრების ნახევარმცველმა, გამარჯვების გოლი 62-ე წუთზე, ალისონის პასის შემდეგ გაიტანა და „გრემიომ“ 1:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი პორტუ ალეგრეში 31 ოქტომბერს გაიმართება.
O gol de Michel, para River Plate 0x1 #Grêmio.
📹 @FoxSportsBrasil pic.twitter.com/i11qJfCHjp
— Rádio Pachola (@radiopachola) October 24, 2018
მეორე ნახევარფინალშიც არგენტინულ-ბრაზილიური დაპირისპირება იქნება – „ბოკა ხუნიორსი“ „პალმეირასის“ წინააღმდეგ.