არტური მზად არის „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ გადასასვლელად
არტური მზად არის „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ გადასასვლელად

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტური ახლოს არის ტურინის „იუვენტუსში“ კარიერის გაგრძელებასთან, – დაწერა „ფუტბოლ იტალიამ“.

კატალონიური კლუბის სურვილია – მოთამაშე ჩართოს ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის გარიგებაში. იტყობინებიან, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მზად არ არის პიანიჩის გასაშვებად, სანამ ტურინული კლუბი ვერ შეძლებს მის შემცვლელად არტურის მიღებას.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პიანიჩი მოელაპარაკა „ბარსელონას“ კონტრაქტის პირობებზე. გაცვლა, შესაძლოა, მომავალი სეზონის დასაწყისში განხორციელდეს.

არტური „ბარსელონაში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა ბრაზილიური „გრემიოდან“. ამ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და სამ-სამი გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა.

დატოვე კომენტარი