გრემ პოტერი შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი, შესაძლოა, ანალოგიურ თანამდებობაზე დაინიშნოს „მანჩესტერ იუნაიტედში“, – იტყობინება გაზეთი The Sun.
აღნიშნავენ, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავს „იუნაიტედის“ მომავალი ახალი მფლობელი ჯიმ რეტკლიფი, რომელიც აპირებს შეიძინოს კლუბის აქციათა 25 პროცენტი, რაც უფლებას მისცემს აკონტროლოს „მანჩესტერის“ სპორტული ოპერაციები.
რეტკლიფი უკვე შეხვდა პოტერს. თუმცა, ერიკ თენ ჰაგის თანამდებობიდან გაშვება ახლო პერსპექტივაში არ განიხილება. პოტერმა ნიდერლანდელი სპეციალისტი შეიძლება იმ შემთხვევაში შეცვალოს, თუ შენარჩუნდება გუნდის უარყოფითი შედეგები.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ პოტერს ნოემბრის ბოლოს შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.