გორში იტალიელს აკვირდებიან - მეკარე, რომელიც ინსტაგრამზე პოპულარულია (ვიდეო)
შესაძლოა, გორის „დილაში“ იტალიელი მეკარე ჩაირიცხოს. გუნდში 24 წლის ჯაკოპო ვიოლა ვარჯიშობს, რომელიც იტალიური გრანდის, „მილანის“ საფეხბურთო აკადემისი გაზრდილია.
მაგრამ ჯერ მისი საკითხი არ გადაწყვეტილა. ვიოლა 1996 წლის 16 იანვარს ლუქსემბურგში დაიბადა და აქვს ორმაგი მოქალაქეობა, იტალიისა და ლუქსემბურგის. როგორც ფეხბურთელი, ის არის „მილანის“ აკადემიის გაზრდილია. „მილანის“ 19-წლამდელთა გუნდში იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე იყო.
მერე თავისუფალი აგენტი გახდა და დღემდე იტალიის დაბალ ლიგის გუნდებში უთამაშია. 2014 წლის ივლისში „სიენაში“ ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ, ხელი მოაწერა „სირაკუზასთან“, სადაც 2015/2016სეზონი ლამის ყველა თამაში ჩააატარა. მერე „მელფის“ მოთამაშე გახდა, მაგრამ მისი კონტრაქტი „რეჯიანას“ ეკუთვნოა. ბოლოს კი სერია „ც“-ს აუტსაიდერ „გოზანოში“ ირიცხებოდა, მაგრამ გუნდი ზაფხულში დატოვა და 1 ივლისის შემდეგ უგუნდოდ იყო.
ჯაკოპო ვიოლამ „დილაში“ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – მან „სამტრედიას“ წინაააღმდეგ ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.
ცოტა უცნაური ისაა, რომ საფეხბურთო სამყაროში ვიოლას კარგად არ იცნობენ. ამის მიუხედავად, მას ინსტაგრამზე 44 800 ხელმომწერი ჰყავს.