„ჩელენჯ ქაფის“ მეორე ტურის შეხვედრაში ფრანგულმა „ტულონმა“ უელსურ „სკარლეტს“ უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, ფრანგების შეტევის დროს, ტევიტა რატუვა მამუკა გორგოძეს დაეჯხა. კონკრეტულად კი ფიჯელმა ქართველ მეორეხაზელს თავის არეში დაარტყა. აღნიშნული სიტუაცია მატჩის მთავარ არბიტრს გამორჩა, თუმცა მალევე საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო, რის შემდეგაც მსაჯმა რატუვა წითელი ბარათით დასაჯა.
მამუკა გორგოძემ მოგვიანებით შეხვედრის გაგრძელება მაინც მოახრეხა. ქართველმა მორაგბემ 70-ე წუთამდე ითამაშა. ტულონელებმა კაცნაკლული მეტოქე საბოლოოდ 17:16 დაამარცხეს და „ჩელენჯ ქაფის“ მე-2 ჯგუფში ორი მოგებული შეხვედრით პირველ ადგილზე იმყოფებიან.
მომდევნო მატჩს „ტულონი“ 7 დეკემბერს „ლონდონ აირიშთან“ საკუთარ კედლებში ჩაატარებს.