ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანი გორან პანდევი თანაგუნდელებთან ერთად, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ოცნებას, რომ ითამაშოს დიდ საერთაშორისო ტურნირზე.
ძალიან ცოტა დრო რჩება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩამდე – ჩვენი მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელმა ინსტაგრამის პროფილზე ემოციური მიმართვა გაავრცელა. პანდევი იმედოვნებს, რომ ყველა თაობის და მთელი ერის ოცნება, მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს, ახდება.
„113 შეხვედრა ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში – ამ მაისურს 19 წელზე მეტია ვატარებ. იყო მრავალი მარცხი, გამარჯვება, სიხარული, დამცირება, ბევრი კარგი და ცუდი რამ, რაც ჩემო მაკედონია შენთან ერთად გავიარე. კიდევ ერთი ნაბიჯი დარჩა ჩემი ოცნების განსახორციელებლად, ჩემი კოლეგების, ჩემი ოჯახის, მთელი ერის ოცნებების გასასრულებლად. ამ რთულ პერიოდში გავერთიანდეთ და შევეცადოთ ჩვენი ოცნება ავისრულოთ. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის … გაუმარჯოს ჩრდილოეთ მაკედონიას“, – წერს პანდევი.