რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე მისვლა 125/129/133 წარმატებით გამოიყენა და მეოთხე საფეხური დაიკავა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 151/158 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მოგროვებული 291 კილოგრამითაც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა შოთა მიშველიძემ 61კგ. წონით კატეგორიაში სამი ვერხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123,128 და 131 კგ. დაძლია და მეორე იყო, ასევე ვერცხლის მედალი მოიგო აკვრაშიც სადაც მან 145,151,155კგ. დააფიქსირა.
ორჭიდის ჯამში შოთა მიშველიძის შედეგი 286კგ-ია და ის მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.