მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლების კომპლექტი 67 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდა.
ქართველმა ძალოსანმა, გოგა ჩხეიძემ აკვრაში ჯერ 165, შემდეგ კი 170 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. პირველ მოძრაობაში (ატაცში) მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ჯერ 134, შემდეგ 138, ბოლოს კი 140 კგ. დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში გოგა ჩხეიძემ 310 კგ-ით მეხუთე შედეგი აჩვენა.
დღეისათვის საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მონაგარში უკვე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.