გოდერძის სათხილამურო კურორტი 28 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება
გოდერძის სათხილამურო კურორტი 28 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება

გოდერძის სათხილამურო კურორტი 28 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

კურორტზე არის გონდოლასა და ბაბლის ტიპის ორი დიდი საბაგირო, 2018/19 წლის სეზონზე კი, დაემატა  ორი მცირე ზომის საბაგირო, 200- მეტრიანი ბიგელი და 80- მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, მოეწყო საბავშვო არეალი, გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.

სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე – 2366 მეტრი.

კურორტზე ამ ეტაპზე არის 12 ადამიანზე გათვლილი ექვსი თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმრო.